05 ივლისი 2024,   23:46
ვრცლად
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მთელი ძალით, ამისთვის ემზადებოდნენ ჩვენი მებრძოლები ზავის დროს, "ჰამასზე" სრული გამარჯვებისთვის - ნეთანიაჰუ

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა განახლდა, თუმცა "ჰამასი" პირობას დებს, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე, ისრაელთან ტყვეების გაცვლა არ მოხდება. ამ ფონზე კი "ცახალში" ამბობენ, რომ სამხედროები ღაზაში ბრძოლას სრული ძალით დაუბრუნდნენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ოპერაცია გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ.

"ჩვენ განვსაზღვრავთ უსაფრთხო ტერიტორიებს [ღაზაში]საერთაშორისო სააგენტოებთან და ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ჩვენ განვსაზღვრავთ უსაფრთხო ტერიტორიებს, სადაც მოსახლეობამ იცის, რომ ევაკუაცია შეუძლია. ჩვენ ეს გავაკეთეთ ჩრდილოეთში და გავაკეთებთ სხვაგანაც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ არ გვაქვს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების სურვილი. გვინდა მოვერიდოთ მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, დავაზარალოთ "ჰამასი". იმისთვის, რომ დავასრულოთ ჩვენი მძევლების დაბრუნების წმინდა მისია, "ჰამასის" ლიკვიდაციაა საჭირო, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ღაზა არ დაბრუნდეს, რათა საფრთხე შეუქმნას ისრაელს, რომელიც ასწავლის შვილებს ტერორიზმისთვის, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს, რომელიც აფინანსებს ტერორიზმს, რომელიც მოუწოდებს ისრაელის განადგურებას. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მთელი ძალით. ამისთვის ემზადებოდნენ ჩვენი მებრძოლები ზავის დროს, "ჰამასზე" სრული გამარჯვებისთვის", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ჰამასის ლიდერის მოადგილის, სალეჰ ალ-არაურის განცხადებით, მძევლების ახალი გათავისუფლება მხოლოდ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.

"ჰამასის" ოფიციალური და საბოლოო პოზიცია არის ის, რომ მძევლების ახალი გათავისუფლება, მხოლოდ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი. ღაზაში მყოფი მძევლები მხოლოდ ჯარისკაცები და რეზერვისტი კაცები დარჩა, რომლებიც ისრაელის ჯარში მსახურობდნენ. აგრესიის საბოლოო დასრულებამდე არ იქნება მოლაპარაკებები პატიმრების გაცვლაზე", - განაცხადა სალეჰ ალ-არაურიმ.

დღის ამბები