16 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები გამოდიან - "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად, პარტიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები გამოდიან. მათი განცხადებით, პარტიის ახალმა მენეჯმენტმა პოლიტსაბჭო უკანონოდ დაშალა და რაიონულ ორგანიზაციებში ფიქტიური არჩევნები ჩაატარა.

განცხადების ავტორების თქმით, ერთადერთი გამოსავალი, ხაბეიშვილისა და მისი თანამოაზრეებისგან პარტიის დაცლაა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, მელიქ რაისიანის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" კულისებს მიღმა მმართველობაა.

"პარტიაში ყველა პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. ვერ ვხვდები, რისთვის მიდის ბრძოლა. "ნაციონალურ მოძრაობაში" კულისებს მიღმა მმართველობაა. ვფიქრობ, პარტიაში გუნდური მმართველობა უნდა იყოს და არა ერთპიროვნული", - განაცხადა მელიქ რაისიანმა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ვართან ჩოკანდარიანის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი ვანო მერაბიშვილის კარნახით მოქმედებს.

"ლევან ხაბეიშვილს თავის ახირებები აქვს, ისიც კი არ იცის თავმჯდომარეობა რას ნიშნავს, მერაბიშვილი დაწერს შავით თეთრზე და ხაბეიშვილი მას ახმოვანებს. ამდენი ხანია ერთი და იგივე წრეზე დავდივართ და არაფერი იცვლება. მგონია, ახალ მენეჯმენტში ყველაფერ ცუდს გააზრებულად აკეთებენ", - განაცხადა ვართან ჩოკანდარიანმა.

დღის ამბები