06 ივლისი 2024,   02:01
ვრცლად
ლეგენდარული საოპერო მომღერალი მედეა ამირანაშვილი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

საქართველოს სახალხო არტისტი, ლეგენდარული საოპერო მომღერალი მედეა ამირანაშვილი დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გამოასვენეს. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, მისი დებიუტი 69 წლის წინ შედგა. ამის შემდეგ კი, თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა. ღირსების ორდენის კავალერს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიაც მიენიჭა.

მედეა ამირანაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოპერის მომღერალი დიდუბის პანთეონში, დედის, სახალხო არტისტის, ნადეჟდა ცომაიას გვერდით დაკრძალეს.

დღის ამბები