ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. კანონპროექტმა სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის იყო განკუთვნილი. კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ყველა "რესპუბლიკელმა" სენატორმა და დამოუკიდებელმა სენატორ ბერნი სანდერსმა მისცა.