ჩინეთმა და ევროკავშირმა გლობალურ გამოწვევებს ერთად უნდა უპასუხონ, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პეკინში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდნენ.
პეკინში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებმა სავაჭრო ურთიერთობები და უკრაინის საკითხი განიხილეს.
ევროკავშირისა და ჩინეთის მაღალჩინოსნებს შორის ბოლო შეხვედრა 2019 წელს გაიმართა.