06 ივლისი 2024,   00:19
ვრცლად
ჯო ბაიდენის შვილს გადასახადებისგან თავის არიდების გამო ბრალი წარუდგინეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟს, გადასახადებისგან თავის არიდების გამო ბრალი წარუდგინეს. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ჰანტერ ბაიდენმა 2016 წლიდან 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე 7 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლის მიუხედავად, არ გადაიხადა გადასახადები.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ მან ფული ნარკოტიკებზე, ძვირადღირებულ სასტუმროებზე, მანქანებზე და ტანსაცმელზე დახარჯა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჰანტერ ბაიდენს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თეთრ სახლს ახალ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები