05 ივლისი 2024,   23:44
ვრცლად
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია დაკარგული ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელიც სახლიდან 7 დეკემბრის საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. განცხადებას სოციალურ ქსელში დაკარგულის და აქვეყნებს და საზოგადოებას სთხოვს, რაიმე ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ.

"ჩემო მეგობრებო, ჩემი ძმა გავიდა სახლიდან საღამოს 8-9 საათისთვის და დატოვა წერილი, 10-ის ნახევრიდან წყვეტს ყველანაირ კავშირს ახლობლებთან. თუ სადმე შენიშნავთ, ან დაგიკავშირდებათ მეგობრებს, ან რაიმე სახის ინფორმაციას გაიგებთ, გთხოვთ დამიკავშირდეთ, გააზიარეთ ვისაც შეგიძლიათ გთხოვთ, იქნებ ქუჩაში შეგხვდეთ და იცნოთ. 592140809,"- წერს ქეთი ლებანიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები