08 ივნისი 2024,   15:40
ვრცლად
„ევროპული საქართველოდან“ ვანის საკრებულოს წევრს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო და გირაოს თანხის გადახდამდე, პატიმრობა შეუფარდა

„ევროპული საქართველოდან“ ვანის საკრებულოს წევრს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაო და გირაოს თანხის გადახდამდე, პატიმრობა შეუფარდა. კობა ძაგნიძეს გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ იძულებას ედავება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ძაგნიძემ 16 წლის გოგონა გზიდან საკუთარ ავტომობილში ჩაისვა, მას ტელეფონის ნომერი, სოციალურ ქსელებში დამეგობრება და სამომავლოდ კომუნიკაცია მოსთხოვა. ბრალდებული, დუმილის უფლებას იყენებს. 

დღის ამბები