06 ივლისი 2024,   00:41
ვრცლად
"ჰაროლდი და მოდი" - თეატრი "ანარეკლი" პრემიერისთვის ემზადება

"ჰაროლდი და მოდი" - ასე ჰქვია ამერიკელი სცენარისტის პიესას, რომელსაც თეატრი "ანარეკლი" პანტომიმის მსახიობებთან ერთად წარადგენს. ახალგაზრდა რეჟისორმა გიგი ლორიამ, ორმოქმედებიანი დრამა საკუთარი ინტერპრეტაციით დადგა.

პიესის პერსონაჟები დილემის წინაშე დგებიან- შეძლებენ თუ არა მთავარი გმირები მანკიერებით სავსე სამყაროში, ადამიანური ღირებულებების შენარჩუნებას - ეს ის პრობლემური საკითხია, რომელიც სპექტაკლშია ასახული.  

სპექტაკლს ორმოქმედებად თეატრ "ანარეკლის" მაყურებელი პანტომიმის მსახიობებთან ერთად, 10 დეკემბერს იხილავს. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

დღის ამბები