უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, იურიდიული კომპანიებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეზღუდვა ევრორეკომენდაცია იყო, რომელსაც მმართველი გუნდი ასრულებს.
ზარქუას თქმით, ოფშორულ სექტორში დარეგისტრირებულ იურიდიულ კომპანიებს მაქსიმალურად უნდა შეეზღუდოთ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება.
"[ოპოზიციის წევრები] აქცენტირებულები არიან არა სამუშაო ჯგუფებში ყოფნასა და რეკომენდაციებზე მუშაობით, არამედ იმაზე, რომ რაღაც ააყირაონ, ცრუ ინფორმაცია მოიტანონ ან საბოტაჟი მოუწყონ ყველა ინიციატივას. აქაც, რაზეა საუბარი?.. 9 რეკომენდაციიდან, რომელიც ევროკომისიამ მოგვცა, ერთ-ერთია, რომ, იქნებ, იურიდიულ კომპანიებს შეეზღუდოთ პოლიტიკურ არჩევნებში ჩარევის საშუალება, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ მისაღებია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ უცხო, არადეკლარირებული, ოფშორულ სექტორში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება", - განაცხადა ზარქუამ.