16 სექტემბერი 2024,   22:52
ვრცლად
"ახალგაზრდული მსვლელობა ევროპისთვის" - აღნიშნული სლოგანით "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით მსვლელობა მიმდინარეობს

"ახალგაზრდული მსვლელობა ევროპისთვის" - აღნიშნული სლოგანით საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე გაიმართება მსვლელობა. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, სტუდენტები და ახალგაზრდები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. სულ ცოტა ხანში ისინი მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივლენ.

ამ ეტაპისთვის, მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზაციის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები. მოგვიანებით ახალგაზრდები თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდებიან, სადაც ერთად აღინიშნება ის ისტორიული გამარჯვება და ისტორიული თარიღი და გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან მიმართებით გამოაცხადა. საუბარია კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

 

დღის ამბები