05 ივლისი 2024,   22:54
ვრცლად
კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

რუსები უპილოტო საფრენი აპარატებით კიევის ცენტრთან ახლოს მდებარე ტერიტორიებს დაესხნენ თავს. თავდასხმას მსხვერპლი და სერიოზული ზიანი არ მოჰყოლია. მიმდინარე თვეში, ეს რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მეექვსე შეტევა იყო. ხოლო რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, დმიტრივსკისა და ზალიზნოჰირსკის რაიონებს, დრონები დაესხნენ თავს. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

თავდასხმისას, ქალაქ დმიტრიევის რკინიგზის სადგურის მიდამოში, დაზიანდა საკომპრესორო სადგური, ხოლო ზალიზნოჰირსკის რაიონში დრონებმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზი. მსხვერპლი არ ყოფილა.

დღის ამბები