თანამედროვე მხატვართა და მოქანდაკეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას "არტ გალერეამ" უმასპინძლა.
ღონისძიება მხატვართა სამყაროს ორგანიზებით გაიმართა. გამოფენის ფარგლებში მოქანდაკე მერაბ ჯახუამ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი შვიდი ნამუშევარი წარადგინა.
მისი ინსპირაციის წყარო ადამიანები, მათი განცდები და ისტორიებია. სკულპტურები ცაცხვის ხისგან არის შესრულებული.
მერაბ ჯახუასთვის ეს რიგით მეოთხე გამოფენაა. საერთო ჯამში, "არტ გალერეის" ოთხ საგამოფენო სივრცეში ქართველი და უცხოელი ხელოვანების 100-მდე ნამუშევარი გამოიფინა.
გამოფენის მეორე ეტაპი 5 დეკემბერს გაიხსნება.