05 ივლისი 2024,   23:57
ვრცლად
ჰუმანიტარული დახმარების ავტომობილებს ადევნებული ასობით ადამიანი და გზებზე მიმოფანტული ტვირთი - ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარება არეულობის ფონზე შეაქვთ

სატვირთო ავტომობილებს, რომლებითაც, ქალაქი რაფაჰის გავლით, ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი შეაქვთ, ადამიანთა მობილიზებული ჯგუფი დახვდა, რომელიც ცდილობს, სასიცოცხლო მარაგები ხელში ჩაიგდოს, - ამის შესახებ BBC წერს.

საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ახტებიან ადამიანები დატვირთულ ავტომობილებს და ძირს ყრიან დახმარების შეფუთვებს.

მძიმეა ვითარება საკვების განაწილების პუნქტებთანაც - ასობით ადამიანი ცდილობს, პირველმა მიიღოს ჰუმანიტარული დახმარება.

"უმძიმესი", "კატასტროფული", "კოშმარული" - ეს იმ შეფასებათა მხოლოდ ნაწილია, რომლებითაც საერთაშორისო საზოგადოება ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს აღწერს. მოსახლეობას სუფთა წყალზე, საკვებსა და პირველადი მოხმარების საშუალებებზე წვდომა არ აქვს. 

დღის ამბები