პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძემ თქვა, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი ალტერნატივა "ლელოა."
ბექა ლილუაშვილის შეფასებით, "ლელოს" განცხადება პოპულისტურია, თუმცა იმედოვნებს, რომ შინაარსობრივად გაასწორებენ.
"როცა განცხადებას აკეთებენ ახალ სახეებზე და მეორე მხრივ, პოლიტსაბჭოში ყველაზე ძველი სახეები შეჰყავთ, ეს ერთმანეთთან თავსებადი არ არის, თუმცა "ლელოს" მიდგომაც მესმის. ეს განცხადება პოპულისტურად გამოუვიდათ და იმედია, გაასწორებენ და უფრო შინაარსობრივ საკითხებზე გააკეთებენ აქცენტს," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.