06 ივლისი 2024,   01:20
ვრცლად
10-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავი ახალი წლის დადგომას გრანდიოზული გალა-კონცერტით პირველად შეხვდება

10-წლიანი პაუზის შემდეგ, რუსთავი ახალი წლის დადგომას გრანდიოზული გალა-კონცერტით პირველად შეხვდება.

ღონისძიებისთვის მზადება მთავარ მოედანზე მოწყობილ საახალწლო ქალაქში დილიდან დაიწყო. საახალწლო ქალაქი ორი საათიდან მიიღებს სტუმრებს. გალა-კონცერტი კი ღამით, 22.30 საათზე დაიწყება.

კონცერტში მონაწილეობას ანსამბლი "ერისიონი", თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, ჯგუფი "რეგიონი", ანსამბლი "შვიდკაცა” და სხვა ცნობილი ქართველი მუსიკოსები მიიღებენ.

რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს, მუნიციპალური ტრანსპორტი, მგზავრებს, ღამის სამ საათამდე უფასოდ მოემსახურება.

დღის ამბები