08 ივნისი 2024,   09:32
ვრცლად
ისრაელის არმია ღაზას ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ოპერაციებს აფართოებს

ისრაელის არმია ღაზის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ოპერაციებს აფართოებს. ისრაელის პრემიერი აცხადებს, რომ კონფლიქტი თვეები გაგრძელდება . ბოლო 24 საათში ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშებს 165 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. 

პალესტინის სამთავრობო მედია წერს, რომ დაბომბვამ ღაზას სახლების 70% გაანადგურა

ღაზაში არსებული მწვავე ჰუმანიტარული ვითარებით შეშფოთებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. მათი თქმით, იძულებით გადაადგილებული პირები მძიმე სანიტარულ პირობებსა და შიმშილის ზღვარზე იმყოფებიან.

დღის ამბები