03 ივლისი 2024,   14:00
ვრცლად
თურქეთში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 33 ადამიანი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 33 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" წერს.

თურქული მედიის ცნობით, ეძებენ კიდევ 13 ადამიანს, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ისრაელის სპეციალური დაზვერვის სააგენტოსთან ("მოსადთან").

ეჭვმიტანილები სტამბოლსა და შვიდ სხვა პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მონაწილეობდნენ ისეთ დანაშაულებში, როგორებიცაა თვალთვალი, თავდასხმა და გატაცება.

დღის ამბები