12 ივნისი 2026,   11:44
ვრცლად
1 გარდაცვლილი, 4 დაშავებული - თბილისი-სენაკის მაგისტრალზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა

1 გარდაცვლილი, 4 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის ქარელის მონაკვეთზე მსხვერპლით დამთავრდა.

ავარიის დროს ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები