19 სექტემბერი 2024,   05:15
ვრცლად
ქრისტეს შობის დღესასწაული ალილოს მსვლელობით აღნიშნეს თელავში და გურჯაანში

ქრისტეს შობის დღესასწაული ალილოს მსვლელობით აღნიშნეს თელავში და გურჯაანში.  

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მრევლმა, სტუდენტებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შობის საგალობლებით მსვლელობა ტაძრის ეზოდან დაიწყეს და  მათ ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიარეს.  

ალილოს მახარობლებს მოქალაქეები ტკბილეულით, ხილითა და სხვა შემოწირულობით   ეგებებოდნენ. შეგროვილი ნობათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება.

დღის ამბები