პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ელექტრონული არჩევნები, გაყალბებაზე სპეკულაციის არანაირ საშუალებას არ იძლევა.
მისი განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის ადგილი მმართველობაში არ არის, რადგან ამით ქვეყანას დესტაბილიზაციის რეალური საფრთხე დაემუქრება.
"განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ელექტრონული არჩევნები არ იძლევა ამ თემაზე [გაყალბებაზე] სპეკულაციის არანაირ საშუალებას. სრულ გარანტიას იძლევა იმისა, რომ არანაირი გაყალბება არ მოხდება. ფაქტია, რომ წარსული და აწმყო გვიჩვენებს იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის ადგილი მმართველობაში არ არის, ვინაიდან ქვეყანას დაემუქრება რეალური, გარდაუვალი საფრთხე, პირველ რიგში დესტაბილიზაციის, მეორე პრობლემა რაც არსებობს, იდეა იმისა, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესი უნდა განვითარდეს, მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ მიმართ ამომრჩევლის უნდობლობას და აქ სააკაშვილის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.