28 სექტემბერი 2026,   12:21
ვრცლად
სერბეთის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა - მიზეზად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა სახელდება

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, თავის მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 7 თვით ადრე, თანამდებობა დატოვა. მიზეზად ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა სახელდება.

დასავლური მედია წერს, რომ ეს ნაბიჯი ვუჩიჩს საშუალებას აძლევს, გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი გახდეს.

ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მოვალეობას პარლამენტის სპიკერი შეასრულებს. არჩევნები უახლოესი 90 დღის განმავლობაში გაიმართება.

დღის ამბები