19 სექტემბერი 2024,   04:51
ვრცლად
მძიმე მდგომარეობა უკრაინაში - რუსეთი ბალისტიკური რაკეტებით მშვიდობიანი ქალაქების ტერორს აგრძელებს

რუსეთი ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების ტერორს აგრძელებს. 13 სამოქალაქო პირი დაშავდა ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად. მათ შორის სააგენტო "ანადოლუს" ორი ჟურნალისტი, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეები. საოკუპაციო ძალის მიერ გაშვებულმა რაკეტამ სამ სართულიანი სასტუმროს შენობა დააზიანა.

აფეთქებების ხმა ისმოდა კუპიანსკში. კრიტიკული ზიანი მიადგა სკოლის შენობას - განადგურებულია 10 საცხოვრებელი სახლი. საჰაერო იერიშის შედეგად, დაიღუპა 48 წლის ქალი. მძიმედ დაშავდა 7 ადგილობრივი.

ვოლოდიმირ ზელენსკი კი დღეს ესტონეთში ჩავიდა. გუშინ უკრაინის პრეზიდენტი ლიეტუვაში იყო, ხვალ კი ლატვიას ეწვევა. ზელენსკი და მისი გუნდი ბალტიის ქვეყნებთან ერთობლივი სამხედრო წარმოების შესახებ პროექტებზე მუშაობს. ვილნიუსთან უკვე არის შეთანხმება საფრენი აპარატების ერთობლივი წარმოების შესახებ. ზელენსკი ამბობს, რომ ბრძოლის ველზე პაუზა არ იქნება და არ მიეცემა საშუალება კრემლს, გაძლიერების და მეტი სამხედრო აღჭურვილობის მობილიზების.

ესტონეთის პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ სამი წლის განმავლობაში შეიარაღების გასაუმჯობესებლად უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.

უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გააგრძელებენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიც. მზაობა დღეს ნატო-უკრაინის სხდომაზე გაცხადდა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა წარმოადგინა გეგმა უკრაინისთვის 2024 წელს ერთი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის გამოყოფაზე.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში მდგომარეობა მძიმეა. ომთან ერთად, ზამთარმა ქვეყნის მასშტაბით 300-მდე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ავტორი: ნინი წულაია 

 

დღის ამბები