16 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
დღეს საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღინიშნავს

დღეს საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღინიშნავს. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს - დროშის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საკრებულოს შენობის აივნებიდან გადმოიფინა.

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, მოსახლეობას სახელმწიფო დროშებიც დაურიგდა.

"ამ დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმით მიაგებენ პატივს ქართულ დროშას, მათ შორის, რა თქმა უნდა, თბილისის საკრებულოც. წელსაც, ტრადიციულად, გადმოიფინა საქართველოს დროშა შენობის აივნებიდან. ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს ამ დღეს და ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, მსგავსად შეუძლია გამოხატოს პატივისცემა ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სიმბოლოს მიმართ,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე.

 
დღის ამბები