29 სექტემბერი 2024,   05:31
ვრცლად
"კალანდა 2024“ - სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში კალანდის დღესასწაული აღნიშნეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში კალანდის დღესასწაული აღნიშნეს. "კალანდა 2024“ კალანდობისთვის დამახასიათებელი ისეთი უძველესი ტრადიციებით აღნიშნეს, როგორებიცაა აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, გურული ღვეზლის ცხობის რიტუალი და მუცლის სალოცავი.

ამასთან, ადგილზე გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები და მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. ღონისძიება გალაკონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები