19 სექტემბერი 2024,   04:54
ვრცლად
"რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, თებერვლის ბოლოდან შემთხვევები მოიკლებს" - თეიმურაზ მიქელაძე გრიპის ვირუსის გავრცელებაზე

ქვეყანაში გრიპის ვირუსები იმატებს. საქართველოში, ამ ეტაპზე, 15 რესპირატორული ინფექცია ცირკულირებს, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებული ვირუსების ყველაზე მეტი, 37%, HN1-ია. გაზრდილია მიმართვიანობა კლინიკებშიც, თუმცა, ამ ეტაპზე, საავადმყოფოებში ადგილები საკმარისია.

პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე ამბობს, რომ შემთხვევების გაორმაგება მოსალოდნელი არ არის.

"გრიპის შემთხვევებით, [სხვა სეზონებთან შედარებით] მეტი ადამიანი მოგვმართავს, მაგრამ, რაოდენობრივად, იგივე მომართვიანობაა, რაც შარშან ან 5 წლის წინ იყო. მთელი გრიპის სეზონზე დასნებოვნდება მთელი მოსახლეობის 25%-დან 35%-მდე და იმ 35%-ში ჩვენც ვიქნებით. რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. იგივე ხდება ევროპის კონტინენტზეც. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ახლა გრიპი ვრცელდება. დაახლოებით, თებერვლის ბოლოდან მოიკლებს შემთხვევები და მარტის ბოლოდან, ნელ-ნელა, გაივლის, როგორც ეს ზომიერი კლიმატის ქვეყნებში ხდება. რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. ხდება ის, რაც ხდებოდა 5 წლის წინ და რაც მოხდება შემდგომ წლებში“, - აცხადებს მიქელაძე.

დღის ამბები