29 სექტემბერი 2024,   05:36
ვრცლად
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულ პოზიციებზე 22 დარტყმა განახორციელეს

ომი გრძელდება უკრაინაში - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში ბალისტიკური იარაღით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. თავდაცვის ძალებმა, უკრაინის სამხრეთით, ორი რუსული სადაზვერვო დრონი ჩამოაგდეს.

დაიბომბა დონეცკის ოლქი, დაზიანდა 3-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები, დაკარგულად მიიჩნევა 5 ადამიანი, დაშავებულია 3. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ რუსულ პოზიციებზე 22 დარტყმა განახორციელა. ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუს სამხედროებს შორის 86 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას - შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინის აღდგენისთვის 1 700 000 000 დოლარის გამოყოფას გეგმავს, გაერო კი, უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისთვის, 4 2 000 000 დოლარის პაკეტს ამზადებს.

დღის ამბები