29 სექტემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ჩინეთი და შვეიცარია სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი და შვეიცარია სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

"ჩინეთმა და შვეიცარიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაძლიერებლად და ორმხრივი კავშირების გაღრმავების მიზნით", – განაცხადა შვეიცარიის მთავრობამ.

როგორც მედია წერს, ჩინეთი თანახმაა შვეიცარიის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლაზე. ამასთან, შვეიცარიის მთავრობა გაამარტივებს სავიზო რეჟიმს როგორც ჩინეთის მოქალაქეებისთვის, ისე - საწარმოებისთვის, რომლებიც შვეიცარიაში ინვესტიციებს ახორციელებენ.

ჩინეთი შვეიცარიის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამერიკისა და ევროკავშირის შემდეგ.

დღის ამბები