16 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ყოველთვის, როცა რომელიმე კომპანია ვერ ასრულებს მოვალეობას, რა თქმა უნდა, მათთან ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება - გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ყოველთვის, როცა რომელიმე კომპანია ვერ ასრულებს მოვალეობას, რა თქმა უნდა, მათთან ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება.

მისი თქმით, მავნებლური კამპანია მიმდინარეობს და ცდილობენ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ. 

"წერეთლის გამზირი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელსაც თბილისი მერია ახორციელებს და სამწუხაროდ, მავნებლური კამპანია მიმდინარეობს იმისა, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში. წერეთლის გამზირზე არსებულ ვადებში იქნება სამუშაოები დასრულებული და ყოველთვის, როცა რომელიმე კომპანია ვერ ასრულებს მოვალეობას, რა თქმა უნდა, მათთან ხდება ხელშეკრულების შეწყვეტა და დღესაც ამ ფაქტთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დღის ამბები