ფლორიდის გუბერნატორმა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ რონ დესანტისმა მიმართვა სოციალურ მედიაზე გააკეთა.
დესანტისმა ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უთანხმოებისა, არჩევნებში მხარს მას დაუჭერს.