29 სექტემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ქართველი ემიგრანტი დიჯეი-მომღერლის ვიდეორგოლი „თაიმ სქვერის“ მთავარ ბილბორდზე გამოჩნდა

33 წლის გიორგი ბაღუშვილი ერთ-ერთია იმ ქართველებს შორის, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საკუთარი შრომითა და ნიჭით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

რამდენიმე კვირის წინ, დიჯეიმ, პროდიუსერმა, მომღერლმა და სიმღერების ავტორმა G Orgy-მ ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში, სადებიუტო სინგლი „Take Me Higher“ წარადგინა და როგორც მსმენელების, ასევე კრიტიკოსების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ მოვლენის აღსანიშნავად, ნიუ იორკში, „თაიმ სქვერის“ ყველაზე დიდი ზომის ბილბორდზე ვიდეორგოლი გამოჩნდა.

გიორგი ბაღუშვილი: „ 15 იანვარს, ჩემი მენეჯერის დახმარებით თაიმსქვერზე განთავსდა 15 წამიანი ვიდეორგოლი. დღის განმავლობაში, საათში 4 ჯერ გადიოდა. ძალიან ეფექტური გამოვიდა. აღფრთოვანებული ვიყავი მეც და გარშემომყოფებიც. ცნობილი არტისტებისგან და მათი მენეჯერებისგან ძალიან კარგი შეფასება მივიღეთ“.

გიორგი ბაღუშვილმა ამერიკაში მოღვაწეობა 9 წლის წინ დაიწყო. ამ ტაპზე მუშაობს პროექტზე G Orgy, რომელიც ელექტრონული მუსიკის მსმენელებს დიდ სიურპრიზს ჰპირდება.

გიორგი ბაღუშვილი: „ამაჟამად, ჩემს პარტნიორ, რომა გიორგაძესთან ერთად ვმუშაობ ელექტრონული მუსიკის პროექტის G Orgy-ის შექმნაზე, რაზეც ძალიან დიდი გეგმები და გათვლები გვაქვს. ალბომის პირველი სინგლია Take Me Higher. ამჟამად, ვმუშაობთ ორ ახალ სიმღერაზე ერთდროულად და დიდ სიურპრიზს ვუმზადებთ ყველას, ვისაც ელექტორნული მუსიკა უყვარს. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე დავასრულებთ ალბომზე მუშაობას. ალბომის კომპოზიტორი და არანჟირების ავტორი რომა გიორგაძეა, მე ტექსტის ავტორი და არტისტი გახლავართ. ეს დასაწყისია და რა თქმა უნდა, მსმენელს ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით“.

დღის ამბები