29 სექტემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ისრაელის არმიის ყველაზე დიდი დანაკარგი ერთ დღეში - 24 საათში ღაზაში 24 ისრაელელი სამხედრო დაიღუპა

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ერთ დღეში, ღაზაში, 24 ჯარისკაცი დაკარგა. არმიის ცნობითვე, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, სამხედროთა დანაკარგის თვალსაზრისით, გასული ორშაბათი ყველაზე მძიმე დღე იყო, - ამის შესახებ BBC წერს.

დაღუპულთაგან 21 რეზერვისტია. ისინი ცენტრალურ ღაზაში, კისუფიმთან ახლოს, აფეთქებას ემსხვერპლნენ. ამასთან, ისრაელის არმია ადასტურებს კიდევ 3 ოფიცრის დაღუპვას სამხრეთ ღაზაში.

"ჩვენი გმირების სახელით, მათი სიცოცხლის გულისთვის, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას სრულ გამარჯვებამდე", - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 24 სამხედროს დაღუპვას.

დღის ამბები