03 ივლისი 2024,   13:15
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება მარიხუანას შავ ბაზარზე - კალიფორნიის უდაბნოში 6 ცხედარი იპოვეს

აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე მოჰავეს უდაბნოში, გზატკეცილთან ახლოს, 6 ცხედარი იპოვეს. როგორც BBC წერს, პოლიციამ საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.

ყველა მოკლული კაცია. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება ერთ-ერთი ცხედრის იდენტიფიცირება.

გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ დაპირისპირება მარიხუანას უკანონო წარმოებას უკავშირდება.

2016 წლიდან, კალიფორნიაში კანაფის შეძენა და გამოყენება ლეგალურია ზრდასრული ადამიანებისთვის, მაგრამ, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, ის არალეგალურად მაინც მოჰყავთ.

დღის ამბები