16 აგვისტო 2026,   19:58
ვრცლად
ლიტერატურული თეატრის დაარსებიდან 25 წელი გავიდა

ლიტერატურული თეატრის დაარსებიდან 25 წელი გავიდა. საიუბილეო საღამო გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა.

თეატრის მსახიობებმა დამსწრე საზოგადოებას თეატრის ისტორია, დასამახსოვრებელი სპექტაკლები, რეჟისორები და მსახიობები გაახსენეს. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლიტერატურული თეატრი 1999 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში შეიქმნა.

დღის ამბები