21 სექტემბერი 2024,   07:02
ვრცლად
უკრაინის დედაქალაქში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის

დილიდან აფეთქებებია უკრაინის დედაქალაქში, ასევე კიევის, ხარკოვის, ლვოვის და ჩერკასის ოლქებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მასირებული სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. რაკეტების გარდა, დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატები.

თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ოლქებიდან დაიწყო და, ადგილობრივი დროით დილის 6 საათისთვის, გავრცელდა ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე. შედეგები, ამ ეტაპზე, უცნობია.

დღის ამბები