21 სექტემბერი 2024,   06:54
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, "ჰამასის" ხელმძღვანელობა გაქცეულია - ინფორმაციას "ჰამასში" არ ადასტურებენ

"ჰამასის" ხელმძღვანელობა გაქცეულია" - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას "ჰამასში" არ ადასტურებენ და ამტკიცებენ, რომ მათი მებრძოლები ანკლავის ყველა რაიონში "ჯერ კიდევ მოქმედებენ".

ანკლავში დახმარების მუშაკებმა შეშფოთება გამოთქვეს სამხედრო ოპერაციის გაფართოებასთან დაკავშირებით.

ღაზაში მოქმედი გაერო სააგენტოს ინფორმაციით, "ყველაფერი" უნდა გაკეთდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული ისრაელის სრულმასშტაბიანი თავდასხმა ქალაქ რაფაჰზე, სადაც კარვებში ომის შედეგად დევნილი მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეა.

მძევლების გათავისუფლება და შეთანხმების მიღწევა შუამავლების მეშვეობით მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად კვლავ ვერ ხერხდება.

პარალელურად, გრძელდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი. ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის, ეგვიპტისა და კატარის შემდეგ უკვე ისრაელშია. ისრაელის ოფიციალურ პირებთან ის ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან და ერთად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "ჰამასის" კონტრშეთავაზებას განიხილავს.

დღის ამბები