28 სექტემბერი 2024,   04:30
ვრცლად
საქართველო ხვალიდან საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის ეგიდით მსოფლიოს თასის გათამაშებას უმასპინძლებს

საქართველო, ხვალიდან, სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის ეგიდით, მსოფლიოს თასის გათამაშებას უმასპინძლებს. პლანეტის საუკეთესო ხმლით მოფარიკავე მამაკაცები თბილისში იასპარეზებენ. პირველობისთვის ერთმანეთს 42 ქვეყნის 204 სპორტსმენი დაუპირისპირდება. ჩვენი ქვეყანა, როგორც მასპინძელი, ტურნირზე მოფარიკავეთა მაქსიმალური რაოდენობით გამოვა. საქართველოს სახელით 16 სპორტსმენი იასპარეზებს.

მთავარი ფავორიტი მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა, რომელმაც 2 წლის წინ თბილისში გამართულ მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. მას შემდეგ ქართველმა მოფარიკავემ მსოფლიოს და ევროპის ტურნირებზე 7 ოქროს, 5 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.

ტურნირი სალიცენზიოა და როგორც პირად, ასევე გუნდურ სახეობაში გაიმართება. მასში მოპოვებული ქულები სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მოხვედრაში დაეხმარება.

ტურნირის გახსნითი ღონისძიება 9 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 10:00 საათზე დაიწყება. შეჯიბრი 3 დღეს გასტანს და 11 თებერვალს დასრულდება.

დღის ამბები