29 სექტემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 47-ე კმ-ზე, კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები