18 აგვისტო 2026,   16:59
ვრცლად
არაფერი დაგვრჩა, საჭმელი, პროდუქტი, მარცვლეული, თუკი რამე გვქონდა, ყველაფერი გაგვიფუჭდა - ვითარება ხაშურში სტიქიის შემდეგ

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ხაშურში. ამ წუთებში მერიაში შეკრებილია კომისია, რომელიც შექმნილ მდგომარეობაზე მსჯელობს. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ არ დადგენილა.

თენგიზ ჩიტიაშვილის თქმით, დაზარალებულია 200-ზე მეტი ოჯახი, ხოლო სურამიდან, სადაც გუშინ მეწყრული პროცესები განვითარდა, 9 ოჯახი იქნება გასასახლებელი.

განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ხაშურში 26 მაისის, ლომოურის, იმერეთის და ყაზბეგის ქუჩებზე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლში რაც ქონდათ, ყველა პროდუქტი და ნივთი გაუფუჭდათ.

"ფეხსაცმელი აღარ დაგვრჩა და ტანსაცმელი, მართლა არაფერი არ დაგვრჩა, საჭმელი, პროდუქტი, მარცვლეული, თუკი რამე გვქონდა, ყველაფერი გაგვიფუჭდა", - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი. 

დღის ამბები