21 აგვისტო 2026,   14:40
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

გრძელდება კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის. ასევე, გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკვნის მიხედვით, ავარიულია.

ახალი კლინიკა მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. მანამდე კი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები, დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებითა და კომპენსაციით იქნებიან უზრუნველყოფილი.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკებები, 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან აწარმოა, სადაც მედპერსონალი დასაქმდება.

დღის ამბები