01 ივლისი 2024,   22:17
ვრცლად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 53 წლის კაცს მეგობარმა რამდენჯერმე ესროლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 53 წლის კაცს თანასოფლელმა რამდენჯერმე ესროლა - შემთხვევა სოფელ ჭაბუკიანში მოხდა. ადგილობრივების თქმით, დაჭრილი და ბრალდებული მეგობრები იყვნენ. შემთხვევა სავარაუდო დამნაშავის სახლში მოხდა, სადაც მხარეებს შორის ადგილზე დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 60 წლამდე კაცმა სტუმრად მყოფ მეგობარს სანადირო თოფიდან სამჯერ ესროლა. დაჭრილი კაცი ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, კრიტიკული მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს.

მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები