22 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
"ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" - 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნება

"ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" - პროგრამის ფარგლებში, კვინიტაძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობას.

საცხოვრებელი ფართები 120 ოჯახზეა გათვლილი. პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნება. ამ ეტაპზე, მშენებლობა და გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს 9 მისამართზე. პროექტი უკვე დასრულდა 12 მისამართზე. მოსახლეობას ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა.

მიმდინარე მშენებლობა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ მოინახულა.

"ერთ-ერთი უმთავრესი პროგრამაა "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე", ამ პროგრამის ფარგლებში, შემდეგი ორი წლის განმავლობაში, 3000 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული ახალი, თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრისით.

ორ მისამართზე მოვინახულეთ შესაბამისი მშენებლობები და ზაფხულისთვის 120 ოჯახი მიიღებს ახალ უსაფრთხო ბინებს. ასევე ვგეგმავთ, რომ 300 ამორტიზებული, ავარიული კორპუსი ჩანაცვლდეს თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები