22 აგვისტო 2026,   06:43
ვრცლად
UFC-ში პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გახდა

UFC-ში პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გახდა. 27 წლის ქართველმა ქამარი, ქვემსუბუქი წონის კატეგორიაში მოიპოვა და ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. თოფურიამ მოწინააღმდეგეს მეორე რაუნდში, ნოკაუტით მოუგო. ილია თოფურიასთვის ეს MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო. კარიერის მანძილზე მას ჯერ არცერთი წაგება არ აქვს.

"თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. თქვენ შესაძლოა გითხრან, რომ ამას ვერ გააკეთებთ, თუმცა ერთადერთი, ვინც გჭირდებათ, რომ მიზნებს მიაღწიოთ, ეს საკუთარი თავია. ენდეთ საკუთარ თავს, იმუშავეთ თავდაუზოგავად და ყველაფერი შესაძლებელია. მე შემომხედეთ, ვიცი ჩემი შესაძლებლობები, ამისთვის ბევრს ვშრომობდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს UFC-ის ჩემპიონი გავხდებოდი", - განაცხადა ილია თოფურიამ გამარჯვების შემდეგ.

 

დღის ამბები