თბილისში 25 წლამდე კაცი მოკლეს. შემთხვევა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. მას თავდამსხმელმა 7 ტყვია გულმკერდის არეში ესროლა.
მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.