13 მაისი 2024,   16:20
ვრცლად
ისრაელში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ისრაელში, ქალაქ ჰოლონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეა მკვლელობაში ეჭვმიტანილიც. ის დაკავებულია.

როგორც ისრაელის პრესა წერს, სასიკვდილო ჭრილობები დაღუპულს დანით აქვს მიყენებული. მძიმედ დაჭრილი 40 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს ძიება.

დღის ამბები