უხვი ნალექისა და ძლიერი წვიმის გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მეწყრული პროცესი გააქტიურდა. მიწაში გაჩენილი მზარდი ნაპრალების გამო, სახლების ნაწილი დაინგრა, ნაწილი გაიბზარა. უსახლკაროდ არის დარჩენილი ერთი ოჯახი, რომელსაც მერიამ, დროებით საცხოვრებლად, საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა ან ადიგენში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა.
დღეს სოფელ უდეში მხარის რწმუნებულიც მივიდა. მისი განცხადებით, ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან, გადაწყვეტილებას კი მათი დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.
სოფელში, ამ დროისთვის, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს. სპეციალისტები 15 სახლის შესწავლას დაიწყებენ.