01 ივლისი 2024,   20:54
ვრცლად
270 დაკავებული და მასშტაბური სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - "კურიერის" ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება სხეულით შემოჰქონდა

სპეცოპერაცია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - ნარკოტიკი ტკბილეულში პოლიციამ მაშინ აღმოაჩინა, როდესაც საზღვარზე მის შემოტანის ცდილობდნენ. ირკვევა, რომ ნარკოტრანზიტში ჩართული პირები საშიში ნივთიერებების საქართველოში გადმოტანას, სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ.

"კურიერის" ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება, სხეულით შემოჰქონდა. ახალგაზრდა ქალი სამართალდამცველებმა საზღვარზე დააკავეს. რენტგენის ფოტოში სპეციალური წესით შეფუთული ნარკოტიკი ჩანს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში 270 პირი დააკავეს, აქედან 27 ნარკორეალიზატორია. ბრალდებულებს შორის არიან ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მასშტაბური სპეცოპერაციები თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაც. დაკავებამდე პოლიცია, კონკრეტულ მტკიცებულებებს აგროვებდა, განხორციელდა საკონტროლო შესყიდვებიც.

დაკავებულები არიან ე.წ დამდებებიც. ისინი ნარკოტიკს წინასწარ შერჩეულ ადგილას ტოვებდნენ, შემდეგ კი კლიენტს ლოკაციას უგზავნიდნენ. შინაგანს საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აჩვენებს სამართალდამცველებს ბრალდებულები იმ სამალავებს, სადაც ნარკოტიკს ინახავდნენ.

სპეცოპერაციების დეტალები შინაგანს საქმეთა სამინისტროში დღეს საგანგებო ბრიფინგზე განმართეს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს. "კურიერი" რამდენიმე მათგანის ინტერესების დამცველს ესაუბრა. 29 წლის ქალის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც ბრალს ეთანხმება და გამოძიებასთანაც არ თანამშრომლობს. ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ.

მკაცრია სასჯელი იმ პირების მიმართაც, რომლებიც ნარკოტიკებს ინტერნეტის საშუალებიც ყიდიან. ონლაინ გაყიდული ნარკოტიკი უმეტესად სინთეტიკურია და მოხმარების შემთხვევაში სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საშიში ნივთიერების რეალიზაციისთვის ნარკოდამნაშავეები ხშირად იყენებენ ე.წ. დარქნეტს და სხვადასხვა ტელეგრამ არხებს. ონლაინ მაღაზიების იდენტიფიცირებისთვის კი ქართველი სამართალდამცველები უცხოელ კოლეგებთან ერთად ყოველდღიურად შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ.

ნარკოდანაშაულის საქმეზე, დღის ბოლოს გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. ცნობილია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოზე, ყველა მათგანის მიმართ პატიმრობის გამოიყენება მოითხოვა.

ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარებს. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებებიც, რომლის ფარგლებშიც დანიშნულია ექსპერტიზები.

დღის ამბები