ისევე, როგორც საუკუნის წინ დღესაც, რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას და ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების განადგურებას.
კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ ორი წლის წინ წამოიწყო ომი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე მასშტაბურ შეიარაღებულ კონფლიქტად იქცა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრას ათიათასობით ადამიანის სიკვდილი მოყვა. განადგურდა ინფრასტრუქტურა, ჰუმანიტარული ვითარება კატასტროფულ მდგომარეობამდე მივიდა. უკრაინელებმა იძულებით დატოვეს ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთი ტერიტორია. მოსახლეობის დიდი ნაწილი, უმეტესად ქალები და ბავშვები, თავშესაფრის საძიებლად ევროპის ქვეყნებში გადავიდნენ.
ომის დაწებიდან 2 წლის შემდეგ, ფრონტის ხაზზე ვითარება ასეთია - რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინა ფაქტობრივად სრულად აქვს დაკავებული. ლუგანსკის ოლქს სრულად აკონტროლებს მოსკოვი! რუსების ხელშია დონეცკის ოლქის ნახევარზე მეტი. ოკუპანტებს დაკავებული აქვთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები. მათ ხელშია ზაპოროჟიეს ოლქის დიდი ნაწილიც.
ფრონტის ხაზი გრძელდება ხერსონში. მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაწილს სრულად აკონტროლებენ რუსები. 2022 წლის შემდეგ, რუსებმა შეძლეს უკრაინის დასავლეთით დიდი ნაწილის დაკავება. უკრაინას აღარ აქვს აზოვის ზღვაზე გასასვლელიც.
ომის დაწყებიდან ერთ თვეში რუსეთს პრაქტიკულად ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის უდიდესი ნაწილი ჰქონდათ დაკავებული. ეს უკრაინის დაახლოებით 27% იყო. რუსეთს, ახლა უკრაინის დაახლოებით 18% აქვს ოკუპირებული.
ერთ-ერთი ბოლო ქალაქი, რომელიც უკრაინამ დაკარგა ავდიივკაა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქი ავდიივკა დატოვეს, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ დონეცკის უმნიშვნელოვანესი საბრძოლო ფრონტი იყო. ავდიივკას დაკარგვა დონეცკის სხვა, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს დიდ საფრთხეს უქმნის. ეს ქალაქი რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით, 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ავდიიკვის აღება, ბოლო ერთი წლის მანძილზე მოსკოვის ყველაზე დიდ საბრძოლო წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.