28 სექტემბერი 2024,   04:24
ვრცლად
რუსთავში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა რუსთავში - 40 წლამდე მამაკაცს, არსებული ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე მოსახლეობამ გამოიძახა.

როგორც ისინი ჰყვებიან, ერთ-ერთმა ქალმა შეამჩნია, რომ კაცს ყელის არეში ჭრილობა ჰქონდა და ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. კადრებს შემთხვევის ადგილიდან "ინფო რუსთავი" ავრცელებს. "კურიერი" მომხდარის დეტალებს არკვევს.

დღის ამბები