27 ივლისი 2024,   04:26
ვრცლად
28 თებერვალს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 28 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დათუაშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტისა და დათუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ილია სუხიშვილის, მიხეილ გახოკიძის, სესილია თაყაიშვილის, მაისურაძის, კუპრაძის, ლანდიასა და რაფიელ დვალის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ზურაბ პატარიძის, ჯუმბერ ლეჟავასა და მეფრინველეთა ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილისა და გივი ამილახვარის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის, ბადრი კობახიძის, გიორგი ბაბილოძისა და თეთრი ტბის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო, 01:00 საათიდან 04:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობაის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, წერონისის, ნინო წერეთლის, სოლომონ ყუბანეიშვილის, ტარას კვარაცხელიას, კლდეკარის, ახალმოწამეთა, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის, ნაქალაქევის, იოსებ ჟორდანიას, დავით იოსელიანის, ზედამზის, სანავარდოს, ნოდარ და პაატა ხერხეულიძეების, მექანიზაციის, უცნობ გმირთა, სამღერეთის, ლაითურის, ლამისყანის, სუვოროვის, კეხვის, შერვაშიძის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, ელო ანდრონიკაშვილის, ივერთუბნის, ჯუმბერ ბეთაშვილის, მერი შერვაშიძის, ზამთრიანის, ორბეთის, გარეჯის, თამარ და აკაკი პაპავების, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას, თამუნა დოლიძის, გორდის, ხერთვისის, დომენტი ჟღენტის, მაჩხაანის, გენო ადამიას, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძისა და დავით მგელაძის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები